პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ციფრული ეკონომიკის განვითარების შესახებ ახალი კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი ციფრულ სერვისებზე სახელმწიფო კონტროლის თანამედროვე მოდელს გულისხმობს.

რა იცვლება

კანონი სტარტაპებისთვის გამარტივებულ რეგისტრაციას, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სრულ ლეგალიზაციას და მონაცემთა დაცვის გაძლიერებულ სტანდარტებს ითვალისწინებს.

ოპოზიციური ფრაქციები კმაყოფილები არიან ზოგადი მიმართულებით, თუმცა აღმასრულებელი ინსტიტუტების ზედმეტი უფლებამოსილებებზე საუბრობენ.